“მას შემდეგ რაც, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ს ეთიკის კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც, ადმინისტრაციის წევრების გარდა, აკადემიური პერსონალიც გახლავთ, რაც, უპირობოდ ნიშნავს მათ ურთიერთობას სტუდენტებთან, იმ სტუდენტებთან, რომლის ნაწილიც გაწირეს და განაჩენი გამოუტანეს, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. ჩემთვის, ძალიან რთულია ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც, ახალგაზრდების “მოძულე” აკადემიური პერსონალია.
რაც შეეხება აკადემიურ თანამდებობას, ნამდვილად არ მოგანიჭებთ, ზოგიერთებს, ამის სიამოვნებას, და ვრჩები არა როგორც თქვენი კოლეგა (ეს ყველას არ ეხება, საბედნიეროდ), არამედ, ჩემი სტუდენტების ლექტორი და მეგობარი. ჩვენ, ერთად გავიმარჯვებთ,” – წერს სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ ცაგარელი.
შეგახსენებთ, 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ პროტესტში მონაწილე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილს, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, სტატუსი შეუწყდა. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თეატრალური უნივერსიტეტიც. განცხადებაში დაწესებულება მიუთითებს, რომ სტუდენტებს აქვთ უფლება, 3 დღის ვადაში რექტორთან გაასაჩივრონ გადაწყვეტილება, რექტორი კი უფლებამოსილია, ერთი თვის ვადაში მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. სტატუსის შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე, 9 მარტს პოლიცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში შევიდა და სტუდენტების ნაწილს 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.