თამარ ჩუგოშვილი: სანქციების რამდენიმე პაკეტია, ჩვენ დღეს ვნახეთ პირველი

ჩვენ დღეს ვნახეთ სანქციების პირველი პაკეტი, ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ დიდი ამბები გველოდება, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, წინ სანქციების პაკეტისა და პროცესების დამძიმება გველის.

„სანქციების რამდენიმე პაკეტია, ჩვენ დღეს ვნახეთ პირველი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე მძიმე სანქციები იქნება იმ კანონზე დაფუძნებული, რომელსაც ახლა კონგრესი განიხილავს, ქვედა პალატაც და ზედა პალატაც. კანონი იქნება მიღებული, რომელიც გაიგზავნება პრეზიდენტთან ხელის მოსაწერად და ხელის მოწერის შემდეგ კანონშია მოცემული ვადები, როდის დაიწყებს ამოქმედებას. ძალში შესვლიდან 60 დღის განმავლობაში მოხდება ინდივიდუალური სანქციების გამოყენება და 90 დღის განმავლობაში ს გავლენის აგენტების და ჩინეთის აგენტების გამოვლენა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თუ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში აღმოჩნდება 10 ადამიანი მაინც, ვინც ვეტოს დაძლევაზე უარს იტყვის, რეალურად საკუთარ თავსაც გადაარჩენენ და ქვეყანასაც.

„76 ხმა ჭირდება ვეტოს დაძლევას. თუ აღმოჩნდა ათამდე ადამიანი მაინც, ვინც გაიზიარებს, რომ მათ და მათ შვილებს შეექმნებათ პრობლემები ან უბრალოდ გაიაზრებენ, რომ არ შეიძლება ქვეყანას ეს გაუკეთო და იტყვიან უარს ვეტოს დაძლევაზე, მაშინ რეალურად გადაარჩენენ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. აბსოლუტურად სხვა პროცესები წავა ქვეყანაში, მოტრიალდება და სრულიად სხვა დინამიკაში გადავა.

მე რომ მათ ადგილზე ვიყო, საერთოდ ვიფიქრებდი დეპუტატების სხვა ჯგუფთან ერთად დროებითი მთავრობის შექმნაზე. ეს იქნება ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი დემოკრატიულ ქვეყანაში. როდესაც შენი დანიშნული მთავრობა აღარ მიდის იმ კურსით, რა დავალებაც მიეცი, შენ მას ცვლი და ნიშნავ სხვას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

-ის სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებით, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება!

ირაკლი ქადაგიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივაზე – ერთმანეთს არ ენდობიან და სურთ, პირველი არც ერთი არ გადახტეს – ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა ჩამოამხონ