თამარ ჩიბურდანიძემ ახალგაზრდული პროექტის – „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ პრეზენტაცია წარადგინა

თამარ ჩიბურდანიძემ ახალგაზრდული პროექტის – „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ პრეზენტაცია წარადგინა
ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ახალგაზრდული პროექტის – „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე პრეზენტაცია წარადგინა პროექტის ავტორმა თამარ ჩიბურდანიძემ.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ მ, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, თბილისის მერიის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, პროფესორები და სტუდენტები.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში სახელმწიფო პოლიტიკის კურსის გატარება მათივე მონაწილეობით და შემოქმედებითი აქტივობებით.
პროექტი ხორციელდება საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მიერ, ს(ს)იპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების“ ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები, ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრის ნაცვლად, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს