თამარ ჩერგოლეიშვილმა ბაია პატარაიას ცილისწამების საქმე მოუგო

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელ ბაია პატარაიას ცილისწამების საქმე მოუგო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ესებუამ დღეს, 10 დეკემბერს, გამოაცხადა.
პოლიტიკოსმა სამართლებრივი დავა დაიწყო საჯაროდ გავრცელებული განცხადებების გამო:
· „მიშას კრიტიკის გამო „ტაბულადან“ ბლოგერებს ყრიდნენ“;
· „იძულების წესით „სილქნეტს“ შეტენილი ჰქონდა მისი ჟურნალების დარიგება/გაყიდვა“;
· „მომხმარებელი, რომელსაც არ უნდოდა „ტაბულა“ და უნდოდა SilkTV ვერ აცალკევებდა ამ ორს“;
· „სამინისტროები ვალდებულები იყვნენ ეყიდათ „ტაბულას“ დიდი რაოდენობით ჟურნალი, მიუხედავად იმისა რომ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი“;
· „კეზერას [დავით კეზერაშვილის], ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს“;
· „ასევე ბევრი ირწმუნებს, რომ ბიძინასგან [ივანიშვილი] აღებული ფულის გამო დაშალა [გიგა] ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა პირველად. ოღონდ, იდეურ განხეთქილებად გაასაღა ეს თავისსავე პარტიაში“.