თამარ ჩერგოლეიშვილი – ხალხს, ვიდრე არჩევნებში შევა, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ რეჟიმს ამარცხებს, მნიშვნელოვანია, ქუჩაში აქტიურობა – სწორედ ამიტომ, 27 სექტემბერს ვნიშნავთ აქციას

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჩვენ ვნიშნავთ აქციას და მთელი ეს პერიოდი, 27 სექტემბრამდე მოვამზადებთ ამ აქციას , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალი პარტიის „ფედერალისტების“ წარდგენისას განაცხადა.
როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, ქუჩის აქტივობის გარეშე ძნელად წარმოსადგენია ხელისუფლების დამარცხება ისეთი გარანტიებით, რომ მან ამ გამარჯვების მოპარვა ვერ შეძლოს.
„მიგვაჩნია, რომ დღეს პროცესი როგორც მიდის, ეს პროცესი არ ეყოფა რეჟიმის დამარცხებას. მე მგონია, რომ რაღაც მეტია საჭირო იმისათვის, რომ რეჟიმი გარანტირებულად დამარცხდეს. ჩვენ გვჭირდება, რომ მანამდე მივხვდეთ, რომ რეჟიმი დამარცხებულია. ქართველ ხალხს არჩევნებში სანამ შევა, მანამდე უნდა ჰქონდეს განცდა, რომ რეჟიმს ამარცხებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში აქტიურობა არსებობდეს. ჩვენ თუ კვლევებს ავიღებთ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ „ქოცები“ უფრო ცოტანი არიან, მაგრამ მოტივირებულები არიან, ოპოზიციის ამომრჩეველი ასე არ გრძნობს თავს, შედარებით უფრო დაბნეულია. საჭიროა ისეთი მორალური უპირატესობის მოპოვება ქუჩაში, როგორიც გვქონდა აპრილსა და მაისში. ჩვენ რაც არ უნდა მოვინდომოთ, პოლიტიკოსები არ გეგმავენ ასეთ აქციებს, ასეთი აქციები თავისით ეწყობა, როგორც წესი, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქუჩას თუ აქვს რესურსი ერთგვარი აფეთქების, ეს მოხდეს.
სწორედ ამიტომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჩვენ ვნიშნავთ აქციას. მთელი ეს პერიოდი 27 სექტემბრამდე მოვამზადებთ ამ აქციას. ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით, არჩევნებში რას ვშვრებით, ჩვენი კამპანია იქნება ზუსტად ეს. ეს საუკეთესოდ პასუხობს ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდას და ამასთან, ქუჩაში ხალხის აქტიურობის გარეშე ძნელად წარმოგვიდგენია ს დამარცხება ისეთი გარანტიებით, რომ მან ამ გამარჯვების მოპარვა ვერ შეძლოს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”