თამარ ჩერგოლეიშვილი – ჩვენი კამპანიის მიზანია, გავაფართოოთ წინააღმდეგობა, გავიცნოთ ხალხი, რომელიც მზადაა იაროს, ვიდრე თავისუფალი არჩევნები არ ჩაინიშნება, სადაც არა ივანიშვილი, არამედ თქვენ მოგვანიჭებთ მანდატს

კამპანია, რომელსაც ჩვენ ახლა დავიწყებთ, სწორედ იმისთვისაა, რომ გავაფართოოთ წინააღმდეგობა და გავიცნოთ ის ხალხი, რომელიც ჩვენსავით მზადაა, რომ ბოლომდე იაროს ვიდრე რეჟიმის დემონტაჟი არ მოხდება და თავისუფალი არ ჩაინიშნება, სადაც არა ივანიშვილი ან რომელიმე ოლიგარქი, არამედ თქვენ მოგვანიჭებთ მანდატს,- ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გამარჯვებისთვის საჭიროა ერთმანეთის ნდობა.
„თავისუფალ საქართველოს და ქართველ ხალხს გაუმარჯოს. მე არასდროს არ დამიკარგავს ქართველი ხალხის იმედი – მაშინაც კი, როცა ყველა უიმედოდ იყო. მინდა, რომ ჩემი იმედი ყველას გაგინაწილოთ – მათ შორის, იმათ, ვინც დღეს ივანიშვილის საპატიმროშია და მათ, ვინც ივანიშვილის ტყვეობაშია, რადგან თავის სამშობლო უყვარს. გაგიმარჯოთ თქვენ და გქონდეთ ჩვენი იმედი.
მეგობრებო, გამარჯვებისთვის გვჭირდება ერთმანეთის ნდობა. იმისთვის, რომ ერთმანეთს ვენდოთ, ერთმანეთი უნდა გავიცნოთ, ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოდოთ და ერთმანეთი უნდა აღმოვაჩინოთ. ეს კამპანია, რომელსაც ჩვენ ახლა დავიწყებთ, სწორედ ამისთვისაა, რომ გავაფართოოთ წინააღმდეგობა და გავიცნოთ ის ხალხი, რომელიც ჩვენსავით მზადაა, რომ ბოლომდე იაროს ვიდრე რეჟიმის დემონტაჟი არ მოხდება და თავისუფალი არჩევნები არ ჩაინიშნება, სადაც არა ივანიშვილი ან რომელიმე ოლიგარქი, არამედ თქვენ მოგვანიჭებთ მანდატს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, 8 ოპოზიციური პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს, რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას“ იწყებს.