თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკსტატუსის გამო 4 000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა 4 ათასი ლარით დააჯარიმა პოლიტიკოსი, პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ფეისბუკპოსტის გამო.

ჩერგოლეიშვილს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების, მამუკა მდინარაძისა და სთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ. თამარ ჩერგოლეიშვილი სასამართლო სხდომას არ დასწრებია.

„სირის მაგივრად ღლეები რომ გეძახოთ 2800 ლარში გამოვალ ღლეებო? საქართველოს მთავრობა”, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა ფეისბუკის გვერდზე დაჯარიმების შემდეგ.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში. ამ ტიპის საქმეებზე 12 ივნისს ოცამდე ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა.

  • ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი;
  • ვახო სანაია – ჟურნალისტი;
  • – ჟურნალისტი;
  • დეა მამისეიშვილი – ჟურნალისტი;
  • ეკა მიშველაძე – ჟურნალისტი;
  • მიშა მშვილდაძე – ჟურნალისტი;
  • თამარ ჩერგოლეიშვილი – პოლიტიკოსი;
  • – პოლიტიკოსი;
  • ელენე ხოშტარია – პოლიტიკოსი;
  • – პოლიტიკოსი;
  • ანა სუბელიანი – აქტივისტი;
  • ბაია პატარაია – აქტივისტი;
  • დავით ქაცარავა – აქტივისტი;
  • გიორგი ქადაგიძე – აქტივისტი;
  • ქეთი მოლაშვილი – აქტივისტი;
  • ირაკლი გვალია – აქტივისტი;
  • მარიამ გეგუჩაძე – აქტივისტი;
  • გიგა მაქარაშვილი – აქტივისტი;
  • გიორგი ტუმასიანი – აქტივისტი.
  • ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.