თამარ ჩერგოლეიშვილი: სანამ ნაციონალური მოძრაობა აკრძალულია, ფედერალისტები არჩევნებში არ შევალთ, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა გვძულდეს ეგ პარტია

“მე მინდა, რომ ეთერიც მივცე, დებატებშიც დავუჯდე, ყველგან შევიდე, ყველა მოედანზე დავუპირისპირდე ლეგიტიმურად და დემოკრატიულად და გავანულო ამომრჩევლის თვალში, ის კი არ მინდა ვინმემ აკრძალოს ეს პარტია და მერე მე იქ დავლური ვიცეკვო, ეგ რა სისულელეა, ეგ, ვისაც თავში აზრად მოუვა საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკიდან, რომ აკრძალავს ბიძინა პარტიებს და მერე ესენი შევლენ არჩევნებში და რაღაცა დემოკრატიას დაამყარებენ, ეგ რა სისულელეა საერთოდ, ეგეთი რამე თავში აზრადაც არ მომივა.
სანამ ნაციონალური მოძრაობა აკრძალულია, ფედერალისტები არჩევნებში არ შევალთ, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა გვძულდეს ეგ პარტია იმიტომ, რომ არ არის ეგ სწორი.
სწორია კონკურენტების სამართლიანი წესებით დამარცხება, ამიტომაც ვერჩი ნაციონალურ მოძრაობასაც, რომელიც გეუბნება მიშა არ გააკრიტიკო, თორემ ეთერიდან დაგბლოკავ და მინდა, რომ ეგეც ვაჩვენო, რამდენი უმსგავსობაც არ ჩაიდინეს, საბოლოო ჯამში მაინც წესიერებამ და პატიოსანი თამაშის წესებმა აჯობა იმიტომ, რომ თუ ჩვენ წარმატების მაგალითი შევქმენით პატიოსანი წესებით თამაშის, დემოკრატიული პოლიტიკის და ასე შემდეგ, დემოკრატიული გახდება პოლიტიკა, ტრენდი ეგ გახდება.” – თქვა “ფედერალისტების” ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ