თამარ ჩერგოლეიშვილი: რეალურად ჩვენ დღეს ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ქართული ოცნება ირყევა, ქართული ოცნების შიგნით ჩნდება ბზარები

ამ მასშტაბის პროტესტი, აი, რაც საქართველოში მიდიოდა მთელი დეკემბრის განმავლობაში, ამდენი ხალხი რუსთაველზე, ვინმეს უნახავს? 80 %-ის არჩევანია ევროპა. ყველა კვლევა ამას აჩვენებს: თქვენიც, იმათიც, ამათიც, ოხრებისაც, საერთაშორისოც, ქართულიც – მათ ჩააფურთხა სულში, ოთხმოცივე პროცენტს, მათ შორის, ქართული ოცნების ამომრჩეველს და ეს კრიზისი არსებობს.

რეალურად ჩვენ დღეს ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ქართული ოცნება ირყევა, ქართული ოცნების შიგნით ჩნდება ბზარები. […]

რეალურად, ქართული ოცნების ამომრჩევლები ხმას იმიტომ კი არ აძლევენ ქართულ ოცნებას, რომ ღირებულებებით ეთანხმებიან. ძლიერ ძალად მიიჩნევენ. დღეს ამაში ეჭვი ეპარებათ: ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის თავს ვერ უშველა და მეორე, რომ ბიძინა ივანიშვილმა თვითონ შექმნა კრიზისი, რომელსაც ვერ აგვარებს. თან, რაც მთავარია, ოპოზიცია ამ ყველაფერთან არაფერ შუაშია, იმიტომ, რომ ოპოზიციას რომ შეძლებოდა კრიზისის შექმნა, ის ამას იზამდა ს მერე.

ბიძინა ივანიშვილმა გამოიწვია ეს კრიზისი, ვერ აგვარებს ამ კრიზისს, ბიძინა ივანიშვილმა ვერ უშველა საკუთარ თავს და შუბლზე ადევს მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს სანქცია, რომელსაც ანგარიშს უწევს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება, იქნება, თუ სხვა იქნება და რეალურად, თუ თავს არ უშველა ქართული ოცნების ამომრჩეველმა, ჩაითრევს. ამ ქვეყანას ჩაითრევს იქ, სადაც მათ ყოფნა არ უნდათ.

თქვა პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სამთავრობო ტელევიზიის, რუსთავი 2-ის ეთერში.