თამარ ჩერგოლეიშვილი: რა პროგრამებსაც და იდეებსაც ტრამპი ერჩის, ყველაფერი ქართულ ოცნებას პრიორიტეტად ჰქონდა გამოცხადებული!

“რეჟიმი ნაძალადევი სიხარულის ყიჟინას სცემს, ტრამპი USAID-ის დანაშაულებრივ პროგრამებს აუქმებსო.
რა პროგრამებსაც და იდეებსაც ტრამპი ერჩის, ყველაფერი ქართულ ოცნებას პრიორიტეტად ჰქონდა გამოცხადებული!
1. ქართული ოცნება წესდებით სოციალისტური პარტიაა და ასეთად მოიხსენიებდა თავს სანამ
სოციალისტების ჯგუფიდან გამოაძევდებდმენ.
2. ღარიბაშვილი აცხადებდა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას საქართველოს პრიორიტეტად (ტრამპი გავიდა ყველაფრიდან, რაც ამ თემას უკავშირდება).
3. ქართულმა ოცნებამ მიიღო გენდერული კვოტირების კანონი (ლიბერალები ვასაჩივრებდით საკონსტიტუციოში)
4. ქართულმა ოცნებამ მიიღო woke ანტიდისკრიმინაციული კანონი საერთაშორისო კრიტიკის აცილების მიზნით – რადგან არსებული სისხლის სამართლის კოდექსით 17 მაისის პოგრომში დამნაშავეებს არ სჯიდა.
ტრამპს ბიძინა ცალ ფეხზეც კი არ ჰკიდია და არ დაინტერესდება, მაგრამ მის ადმინისტრაციას ქართული ოცნების woke, სოციალისტური წარსულის შესახებ სრული ინფორმაცია აქვს.
რეალურად, ცხადია უბრალოდ ფარისეველი ძალაა ქართული ოცნება და არაფრის სჯერა – არც სოციალიზმის, არც კონსერვატიზმის, ძალაუფლებისთვის ტრანსიც გახდება.
რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას, თავისუფალი ბიზნესის დახმარებას და ა. შ. – ეს პროგრამები ცხადია გაგრძელდება,” – წერს სოციალურ ქსელში .