თამარ ჩერგოლეიშვილი – ოპოზიციურო პარტიებო, ჩავატაროთ კამპანია თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობაზე

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, , ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობის კამპანიის ჩატარებას. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ოპოზიციურო პარტიებო, არათუ პარტიასთან, არამედ გიგასთანაც არ შემითანხმებია (მგონია, რომ მოეწონებათ აზრი) და უბრალოდ გთავაზობთ:
· ჩვენ ჩავატაროთ ერთად თვითმმართველობის ს კამპანია.
· ოღონდ ეს კამპანია იყოს თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობაზე და დაეთმოს ჩვენი თანამოქალაქეების დარწმუნებას რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაში.
სხვა კამპანია ჩავატაროთ – ეროვნულ პროექტებზე ვისაუბროთ, რაც რეჟიმის ცვლილებას მოყვება.
მე რკინის ჩლიქებს გავიკეთებ და მატორიანი თხასავით ვივლი – თუ ეს მოხერხდა“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს