ფედერალისტების ერთერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ლელოს ლიდერების შეწყალებაზე:
ივანიშვილის დღევანდელი ჟესტით, კონკრეტულად პოლიტპატიმარ ხაზარაძის და პოლიტპატიმარ ჯაფარიძის შეწყალებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის 4 ოქტომბერს არჩევნებადწოდებული ფარსის თუნდაც მოჩვენებითი ლეგიტიმაცია, თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილში. ამას ემსახურებოდა ჯაფარიძის და ხაზარაძის გამორჩევა, რომ შექმნას ისეთი წარმოდგენა, თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილში, რომ რასაც 4 ოქტომბერს რეჟიმი ჩაატარებს, იმას არჩევნები ჰქვია.
ამიტომ, მიუხედავად იმ უდიდესი განსხვავებებისა, რაც ფედერალისტებს და ლელოს შორის არის, მიუხედავად იმ უამრავი დაპირისპირებისა, რაც ჩვენ შორის ყოფილა, ჩვენ მოვუწოდებთ ლელოს, დაუბრუნდეს ერთობის რაციონალურ გზას, გამოუსვას ცელი ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც მას სტკივა და ცხადია, რომ მას სჭირდება თვითმმართველობის არჩევნებადწოდებული ფარსის ლეგიტიმაცია, ხელი აიღოს ქართველი ხალხი მოტყუებაზე და რეჟიმის თანამზრახველობაზე ხალხის მოტყუებაში და დაუბრუნოს ღირსეული პასუხი იმით, რომ არჩევნებში არ შევა, გააერთიანებს ამით ოპოზიციურ საზოგადოებას და ძალიან დიდ სიკეთეს მოიტანს.
მზად ვარ, თუ ამას გააკეთებს, 4 ოქტომბრამდე თავს არ დავესხა. თავდაუსხმელობას ხომ ითხოვენ და მზად ვარ, 4 ოქტომბრამდე ეს ყველაფერი ავიტანო.
ამ ჟესტით ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი გაყიდა – მას ყველაზე ძალიან უნდა, 4 ოქტომბერს თუნდაც ლეგიტიმაციის მსგავსი მიიღოს, ამიტომ გაათავისუფლა, ეს არ არის ხაზარაძის და ჯაფარიძის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ივანიშვილის თვითინტერესში გადადგმული ნაბიჯი, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიფორმოს რაღაც ვადით მიტაცებული ქვეყანა.
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ახლა აქვთ შანსი, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგან ოპოზიციური ერთობისკენ და იმისკენ, რომ ჩვენ, რეჟიმის დელეგიტიმაციას მოვახდენთ ყველა დონეზე.