თამარ ჩერგოლეიშვილი: იდექით მშვიდობიანად და მტკიცედ, გადაივლის სიშლეგე და გავიმარჯვებთ სახელოვნად

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი მიმდინარე დემონსტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეჭრას გამოეხმაურა.
„ყველა იდექით მშვიდობიანად და მტკიცედ. გადაივლის სიშლეგე და გავიმარჯვებთ სახელოვნად“, – დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუკზე.
ის ასევე წერს, რომ დღევანდელი დღე „ავტოკრატიისთვის და ოლიგარქიისთვის მძიმე დღეა“, რაც „მოგვიანებით კიდევ უკეთ გამოჩნდება“.
პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობას – რომლის ინიციატორებიც იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა და საორგანიზაციო კომიტეტის სხვა წევრები, მათ შორის საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, სხვა ოპოზიციონერების ნაწილიც გაემიჯნა.
მათ შორის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , ასევე არჩევნებში მონაწილე პარტიები, „ლელო/ძლიერი საქართველო“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“.
პოლიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მყოფ დემონსტრანტებს შლის წყლის ჭავლითა და ცრემლმდენი გაზით. ასევე, ახლო დისტანციაზე იყენებენ წიწაკის სპრეის.
პარალელურად დემონსტრანტები შეკრებილი არიან თავისუფლების მოედანზე.