თამარ ჩერგოლეიშვილი: თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას და რეჟიმის ნორმალიზაციას

“თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას და რეჟიმის ნორმალიზაციას – მისთვის ახალი სუნთქვის გახსნას და ცვლილების გადავადებას.
ლელოზეა ეს დამოკიდებული.
თუ ლელო არ შევიდა, არც გახარია შევა (ასე მგონია, ვერ გაბედავს).
და თუ არცერთი მეინსტრიმ პარტია არ შევიდა, ახალი საპარლამენტო გარდაუვალი გახდება.
დიდებული იქნება, თუ ლელო არ აყვება “მთავარ ოპოზიციურ ძალად” ქცევის ცდუნებას და მოუკლავი დათვის ტყავის განაწილების ჟინი სააკაშვილის შეცდომებს არ გაიმეორებინებს”. – წერს პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია