პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის პანაშვიდზე ეტაპირებას ეხმაურება.
როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ზურაბ ჯაფარიძე დედის პანაშვიდზე ბორკილებით მხოლოდ იმის გამო იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია „ცირკია“, რადგან მას იმ 9 წელზე პასუხისმგებლობა საერთოდ არ ეკისრება.
„რისი გულისთვის?
ზურა ჯაფარიძე ბორკილებით რისი გულისთვის იყო დედამისის პანაშვიდზე იაზრებთ?
ანუ ბოროტების და ცინიზმის მასშტაბს იაზრებთ?
ამბავი იყო ასე:
ბიძინას სასწრაფოდ დასჭირდა ყველას „ნაცად“ შერაცხვა.
მოიგონა “ნაცების შემსწავლელი” კომისია – უსტაბაშად დაუნიშნა ის დაბადებით ბოროტი პეკინესი.
დააბარებინა ხალხი, რომელსაც არანაირი, საერთოდ არანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ 9 წელზე (წარმოიდგინე ქოცო, ბოკერია არ დაუბარებიათ, ისეთი ცირკია).
აი ამ ცირკში რომ არ გამოცხადდა, ამიტომ იყო დღეს ბორკილებით დედის პანაშვიდზე“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
