: დღეს, 20:00 საათზე, ფედერალისტები რუსთაველზე, ჩვეულ ადგილას ვიქნებით

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, პარტია 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გასვლას გეგმავს.

როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, “პროტესტი გრძელდება.“

„დღეს, 20:00 საათზე, ფედერალისტები რუსთაველზე, ჩვეულ ადგილას ვიქნებით. პროტესტი გრძელდება. ვისაც კითხვები გაქვთ, გიპასუხებთ“,- წერს სოციალურ ქსელში.