თამარ ჩერგოლეიშვილი – გახარია გაიქცა და თავშესაფარს ეძებს, მადლობა გიორგი, რომ მზად ხარ, მოკურცხლო ბრძოლის ველიდან – პარტია ხაზარაძეს დაუტოვა, ისიც ბედნიერია, რომ ხელში ჩაიგდო, კომედიაა

ხაზარაძესთან ერთადაც მარტო იქნება ბიძინა, ეს იქნება ჩვენი ამოცანა და ამას უზრუნველვყოფთ აუცილებლად. რასაც ეს ორი პარტია გააკეთებს, ყველაფერი კომიკური იქნება. ნორმალური და ღირსეული ადამიანი მათ მერობის კანდიდატად ყოფნას არ დათანხმდება , – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.
ს განცხადებით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიზანია, რომ მთავარი ოპოზიცია გახდეს.
„ყველაფერს იტყუებოდა, თავის თავზე რაღაც რეალობებს იგონებდა, ხალხს ატყუებდა იმიტომ, რომ მის გარშემო რაღაც შემოეშენებინა. ამ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსს ხედავს იმად, რომ თვითონ გახდეს მთავარი ოპოზიცია. რეჟიმი რომ, მოვარყიოთ და ახალი ჩაინიშნოს, ხაზარაძე [პარლამენტში] შედის თანასწორად დანარჩენ ძალებთან ერთად, მაგრამ თანასწორობა არ უნდა, უნდა, რომ თვითონ იყოს უფროსი და თუ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსს „ჩაუფენს“, შანსი აქვს, რომ თვითონ იყოს მთავარი.
გახარიასთან გაერთიანებას ს ეგიდით რატომ არ დათანხმდა? იმიტომ, რომ გახარია არ დათანხმდა გაწევას. ხაზარაძემ მეტი არაფერი არ იცის, 90-იან წლებში როგორც ითრევდნენ ბიზნესებს, აი, ისე ხედავს პარტიის ლიდერობასაც. გახარიას პარტიის დათრევა უნდოდა, შენ გაიწიე და პარტია მომეციო. მისცა იმან პარტია, ის გაიქცა და თავშესაფარს ეძებს, ბრიუსელში უფრო გამოვადგები ქვეყანასო. მადლობა გიორგი, რომ მზად ხარ მოკურცხლო ბრძოლის ველიდან. გაქცეულებისა და იქიდან ტრაბახის მეტი რა მინახავს. იმ ხალხს მონაწილეობა უნდა არჩევნებში, ფული არ აქვთ, ტელევიზია არ აქვთ და თვითონ რომ არ არის, ხაზარაძეს დაუტოვა, ხაზარაძეც ბედნიერია რომ ჩაიგდო ხელში გახარიას პარტია. სასაცილო და კომედიაა, რაც ხდება“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, თუ სექტემბერში ისეთი განწყობა იქნება ხალხში, როგორიც დეკემბერში იყო, „ლელო“არჩევნებში ვერ შევა.
„ამ ადამაინებთან შეთანხმებებს აზრი არ აქვს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს არა შეთანხმებები და პოლიტიოსების ნალაპარაკები, არამედ გარემოებები, ის, თუ რას იზამს ქართველი ხალხი. ჩვენ თუ შევძელით, რომ სექტემბერში იყოს აქ ისეთი განწყობა, როგორიც იყო დეკემბერში, ვერ შევა ხაზარაძე, უბრალოდ გადაირეცხება. პროცესის ლოგიკაა, რომ ოლიგარქიას რეცხავს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მეხუთრე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „დეკორაციად გამოყენება“ უნდოდა.
„არავისი ბრალი არ არის ის, რაც ხაზარაძის თავს ხდება. ხაზარაძე უარყოფს რეალობას. ხაზარაძე იმდენად გახარბებულია, რომ უნდა დამარცხებულებში რაღაც სტატუსი მოიპოვოს და ვიღაცამ უფროსად აღიაროს. ეს მოთხოვნილება აქვს, რომ სადღაც იყოს უფროსი. ამას ითხოვდა, თავისი [ალტერნატიული] პარლამენტი უნდოდა და ამაზე უარს რატომ მეუბნებითო. დეკორაციად უნდა ყველაფერი, ჩვეულებრივი ოლიგარქია. სალომეს[ზურაბიშვილი] გამოყენება უნდოდა დეკორაციად, რომ თავის რაღაც ყუთლუ არსლანის კარავი გაეკეთებინა და შიგნით თავი უფროსად ეგრძნო. სალომე უნდოდა სადღაც მხარზე დეკორაციად, მეტი არაფერი“, – განაცხადა თამარ ჩერგოელიშვილმა.