: ამოცანა არის ის, რომ დავიცვათ პროტესტი, იმიტომ, რომ პროტესტი ქმნის კრიზისის განცდას ამ ქვეყანაში

“ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან, ამით ქვეყანაში კრიზისის განცდა იქმნება.
“ერთადერთი პროპორციული ძალა, რაც ჩვენ შეიძლება რეჟიმის ცვლილებამდე მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ, არის ჩვენი პარტნიორების დახმარება, რომ მათ დაუწესდეთ როგორც სავიზო შეზღუდვები, ისე ფინანსური შეზღუდვები. და ამოცანა არის ის, რომ დავიცვათ პროტესტი, იმიტომ, რომ პროტესტი არის ის, რაც ქმნის კრიზისის განცდას ამ ქვეყანაში და პროტესტი უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ დემოკრატიულ ცვლილებებს მივაღწიოთ.” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ს თქმით, პარტიამ ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იმ თანამდებობის პირთა სია გადასცა, ვინც ხელისუფლების უკანონო დავალებებს ასრულებს და სისტემატურად არღვევს მოქალაქეების უფლებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას