თამარ ჩერგოლეიშვილის თანახმად, ოპოზიცია ქართველ ადამიანს „პოსტ საბჭოთა, ზარმაც, მოძალადე ჩლუნგად ხედავს” და მისი საყრდენი – უსამშობლო არაქართველია

თამარ ჩერგოლეიშვილის თანახმად, ოპოზიცია ქართველ ადამიანს „პოსტ საბჭოთა, ზარმაც, მოძალადე ჩლუნგად ხედავს” და მისი საყრდენი – უსამშობლო არაქართველია
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრ თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ პოსტებს ეხმაურება. როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მართალია, ბოლო პარტიულ რეიტინგებში არც და არც არ იძებნება, მაგრამ, ჩერგოლეიშვილს მაინც სჯერა, რომ მათი პარტიის რეიტინგი იზრდება.
„დიდ მარხვაში, საკუთარ ცოდვილ ბუნებაში თავმოყვარეობის დამდაბლების ფარგლებში, ხანდახან თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ პოსტებსაც ვკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ წლებია დაბლოკილი ვყავარ. მისი ბოლო პუბლიკაციიდან ჩვენ ვიგებთ, რომ: ოცნების სარეიტინგო ლიდერობას ცნობს, უბრალოდ, პროცენტი გაბერილი ეჩვენება; ოპოზიციას „აჟიტირებული ბაბლის საზარელ რეალობას” უწოდებს; ოპოზიცია ქართველ ადამიანს „პოსტ საბჭოთა, ზარმაც, მოძალადე ჩლუნგად ხედავს” და მისი საყრდენი – უსამშობლო არაქართველია; სანამ ოპოზიცია ვერ მიხვდება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქართველებს აღარ უნდათ „ბელადი” და უმცირესობების უფლებები არ ილახება – ეს „რეჟიმი” დარჩება; „რეჟიმს” დავამარცხებთო მხოლოდ მე და გიგა, თუმცა არ ვიცი – მოვასწრებთ ამას 7 თვეში თუ არაო… მართალია, ბოლო პარტიულ რეიტინგებში არც თამარი და არც გიგა არ იძებნება, მაგრამ, ჩერგოლეიშვილის მიხედვით, მათი „ზრდა ქართველ ამომრჩეველზე წარმოდგენას ააყირავებს და მეტს დაარწმუნებს, რომ ქართველი ევროპელია და პოლიტიკის ხარისხსაც ევროპულს გახდის, იქამდე უდაბნოში ვიჩანჩალებთ და საფრთხის ქვეშ ვიქნებით…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში