თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, „ფედერალისტები“ დღეს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, პარტია 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გასვლას გეგმავს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, 20:00 საათზე, ფედერალისტები რუსთაველზე, ჩვეულ ადგილას ვიქნებით. პროტესტი გრძელდება. ვისაც კითხვები გაქვთ, გიპასუხებთ“,- წერს სოციალურ ქსელში.