თამარ ტალიაშვილი – დონალდ ტრამპს გადავეცი მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში

დონალდ ტრამპს გადავეცი მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც გაგვაჩნია -ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში , – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ტალიაშვილის განცხადებში, რომელიც მას შემდეგ გააკეთა, რაც მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.
როგორც ტალიაშვილი აღნიშნავს, „შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა და მას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა,შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ – ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, იმისთვის რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო.
ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო- აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე”, – განაცხადა ელჩმა შეხვედრის შემდეგ, რომლის კომენტარასაც უწყება ავრცელებს.
დონალდ ტრამპს გადავეცი მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში , – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის თამარ ტალიაშვილის განცხადებში, მას შემდეგ რაც მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.