თამარ ჟამურაშვილი: არც ისე ბნელა, რომ ასეთი დანაშაული დაიმალოს და არ მიეზღოს კისრისა კეისარს!

მე-19 წელიწადი დაიწყო რაც საქართველოდან წამოსული ვარ. გერმანიამ მომცა ყველაფერი, რითიც დღეს ვამაყობ და გერმანიის დამსახურებაა მე რომ დღეს სწორედ ის ვარ, რაც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი.
… და მაინც სამშობლო სამშობლოდ რჩება, მოუშუშებელი ტკივილი განშორებისა და იმედგაცრუებისა, საკუთარი ქვეყნისთვის ცხოვრების სურვილი და ამის შეუძლებლობა, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, ვინც საკუთარ ხმას ორ გროშად ყიდის და ვერც კი იაზრებს, რომ ორი პურის ფასად საკუთარი შვილების მომავალს ყიდის და ის სინდის-ნამუს-გარეცხილები, ვისაც ჰგონია, რომ ფულით ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი და ვინც ქვეყნის ნათელ მომავალს საკუთარ ამბიციებს ანაცვალებს…
ისტორია ყველაფერს ხედავს! თქვენ თუ არა თქვენს შთამომავლებს აუცილებლად მოეკითხება!
კიდევ ერთი აუტანელი და უმძიმესი დღე ჩემთვის, რომ დღეს 19:00 საათზე რუსთაველზე, ჩემს რუსთაველზე ვერ ვიდგები!
არც ისე ბნელა, რომ ასეთი დანაშაული დაიმალოს და არ მიეზღოს კისრისა კეისარს!” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი, მედიცინის მეცნერებათა დოქტორი თამარ ჟამურაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი მოქალაქეებს – თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ

გიორგი ვაშაძე – არჩევნები არა უბრალოდ გაყალბებულია, არამედ გადაწერილი, ამიტომაც ზღვა ხალხი მოვიდა, რეალურად, ხელისუფლება არის აქ და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება – ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ