თამარ მეფის სახელობის ხიდზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება ღამის საათებში ნაწილობრივ შეიზღუდება – თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, თამარ მეფის სახელობის ხიდზე არსებული ტროტუარების რეაბილიტაციას იწყებს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში, თამარ მეფის სახელობის ხიდზე არსებულ საავტობუსე ზოლებზე გადაადგილება ღამის
საათებში შეიზღუდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლებზე ნებადართული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხიდზე არსებულ საავტობუსე ზოლებზე მოძრაობა შეზღუდული იქნება 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. შეზღუდვები იმოქმედებს მონაცვლეობით, ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ ეტაპზე ხიდის მეორე მხარეს.

მერიაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას, ფეხით მოსიარულეთათვის, გზის განაპირა ზოლში სპეციალურად მოეწყობა ორმაგი დამცავი ჯებირები, სადაც ფეხით გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი.