“თამარ მეფის გამზირის ჯერი რით ვეღარ დადგა, ქუჩა ჩამოძონძილი რომ არის”– შეროზია

ერთი რამე ვერ გავიგე მერიის: თამარ მეფის გამზირის ჯერი რით ვეღარ დადგა, ქუჩა ჩამოძონძილი რომ არის.
არა და სტადიონზე მისულ უცხოელებსაც უწევთ გავლა, სადგურით ვინც ჩამოდის – პირველი შთაბეჭდილება ეს “უჟასი” აქვთ, ბაზარში წასულ ხალხსაც უწევს გავლა, აქეთ გასისინებული აღმაშენებელი აქვს, იქეთ მალე ვაკესავით გასვეცკებული წერეთელი, წინ გმირთა მოედანი, აი თან რა პატარა მონაკვეთს უნდა შველა მხოლოდ: ვაგზლიდან თამარ მეფის ხიდამდე, მერე ისედაც ლამაზდება… თან რაღაცნაირი ძველი, ისტორიული შენობებია და ხელის შევლების შემდეგ ძალიან ლამაზი იქნება და რით ვეღარ დადგა ამ ქუჩის ჯერი?
ცალკე კიდევ პლეხანოვის უკანა ქუჩები ისეთი ლამაზებია – ერთი პატარა რესტავრირება და უსაყვარლესი უბანი ხდება და რავიცი აბააა