თამარ კორძაია – ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში და პროკურატურა „ასუფთავებენ“ გაყალბებულ არჩევნებს – ეს არის „ქართული ოცნების“, თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა

ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში და პროკურატურა „ასუფთავებენ“ გაყალბებულ არჩევნებს. ეს არის “ქართული ოცნების”, თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს დოკუმენტებზე წვდომა ვეღარ ექნება, რადგან მასალები დალუქულია და პროკურატურის ამ ნაბიჯის შემდეგ, მისივე შეფასებით, სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში ცესკო და პროკურატურა ასუფთავებენ გაყალბებულ არჩევნებს. ზუსტად აქედან გამომდინარე, გუშინ ჩვენ დავაყენეთ სასამართლოზე შუამდგომლობა, რომ შეეჩერებინა სასამართლოს საქმის განხილვა, სანამ პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებდა და ამაზეც უარი გვითხრეს, რადგან როდესაც წვდომა არ აქვს სასამართლოსაც კი იმ დოკუმენტებზე, რომელიც დალუქულია, შეუძლებელია სასამართლომ თქვას, რომ ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას იღებს. ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა ჩაერთო და გააჩერა დოკუმენტაციაზე წვდომა ნებისმიერი უწყებისთვის, ამიტომ ეს არის უბრალოდ “ქართული ოცნების”, თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა, დიქტატურა, რომელშიც ჩართული ჰყავთ ხელისუფლების ყველა შტო.” – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?