თამარ კორძაია – ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვაშოროს და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ბავშვებს აქვთ, გაანადგუროს

შინდისის საჯარო სკოლის რემონტი დაფინანსებულია -ის მიერ. აშშ ზრუნავს, რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფელში ჩვენს ბავშვებს სათანადო სწავლის პირობები ჰქონდეს, მაგრამ ამ დახმარებას ყოველდღე „ქართული ოცნება“ ანადგურებს – არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ მოვიზიდავთ 14 მილიარდს, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი ზუსტად ჩვენი შვილების განათლებისთვის იქნება, იმისთვის, რომ ბავშვებს უფასო კვება სკოლებში ჰქონდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის პარტნიორებს დაგვაშოროს.
„ჩვენ ახლა შინდისის საჯარო სკოლის წინ ვდგავართ და თქვენ ხედავთ გარემონტებულ სკოლას, რომლის რემონტიც დაფინანსებულია ამერიკელი ხალხის მიერ. ამერიკელი ხალხი ზრუნავს იმაზე, რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფელში ჩვენ ქართველ ბავშვებს სათანადო სწავლის პირობები ჰქონდეს. ამ ვითარებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვაშოროს და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ბავშვებს აქვთ, გაანადგუროს. ჩვენ შეგვიძლია ერთი რამ, ს შემდეგ, 14 მილიარდის მოზიდვა და ამ 14 მილიარდში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წილი იქნება ზუსტად ჩვენი შვილების განათლებისთვის, იმისთვის, რომ ბავშვებს უფასო კვება სკოლებში ჰქონდეს, რადგან ბავშვები გაკვეთილზე საჭმელზე არ ფიქრობდნენ და შიმშილისგან მუცლის ტკივილი არ აწუხებდეთ. ეს არის ჩვენი რეალური გამოწვევა დღეს საქართველოში, რადგან ჩვენი შვილები, ჩვენი ბავშვები სკოლებში შიმშილობენ, ეს რიცხვი ძალიან დიდია – 30 პროცენტზე მეტია, ჩვენს ბავშვებს სათანადო კვება არ აქვთ, სათანადო სივრცე განათლების მისაღებად და ამისათვის ერთი რამ არის საჭირო – აუცილებლად 26 ოქტომბერს გავაკეთოთ არჩევანი ოპოზიციის და დასავლეთის სასარგებლოდ და მოვიზიდოთ ის მხარდაჭერა, რაც არის საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.