თამარ კორძაია – წალენჯიხიდან ვულოცავ საქართველოს ფერისცვალების დღესასწაულს

წალენჯიხიდან ვულოცავ საქართველოს ფერისცვალების დღესასწაულს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი ფერისცვალების ეკლესიის 1000-წლისთავსაც აღნიშნავენ.
„წალენჯიხიდან ვულოცავ საქართველოს ფერისცვალების დღესასწაულს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, აქ რომ ვარ, იმიტომ რომ აღვნიშნავთ ფერისცვალების ეკლესიის 1000-წლისთავს და ასევე, წიგნის გამოშვებას, რომელშიც აღწერილია არა მარტო ამ ისტორიული ძეგლის წარმოშობის საკითხები, არამედ ამ რაიონის ისტორიული მოვლენები. ამ დარბაზში კონფერენცია ტარდება, რომელიც ამ ყველაფერთან დაკავშირებით იქნება წარმართული“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.