თამარ კორძაია – ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს

ცესკოს აუცილებლად წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით დევნილებისთვის, შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა – მთავარია, მ კანონიერი ვალდებულების შესრულების ნება გამოავლინოს,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
კორძაიას თქმით, ამ დადგენილებით შესაძლებელი გახდება ემიგრანტების პრობლემების მოგვარება, არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით.
„უკანასკნელი ერთი კვირაა ვხედავთ, ცენტრალური საარჩევნო კომისია როგორ ქმნის ქაოსს იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს პრობლემური საკითხი განსაკუთრებით შეეხო დევნილებს, რომლებსაც გაურკვეველი მიზეზებით უუქმებენ საარჩევნო უფლებებს.
ამაზე პასუხისმგებელი ცალსახად ცესკოა. ამიტომ, კანონი საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად პასუხისმგებელია, ერთიანი სიის ფორმირებისათვის მიიღოს დადგენილება სწორედ, ამ სთვის და იხელმძღვანელოს მე-14 მუხლის „გ“ პუნქტით. გამონაკლის შემთხვევებში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება, დაარეგულიროს საკუთარი დადგენილებით. ამიტომ, ჩვენ ცესკოს აუცილებლად წარვუდგენთ დადგენილების პროექტსაც, რომლის თანახმად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით დევნილებისთვის, შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა. ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული, თითოეული მოქალაქის უფლების დაცვა. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ემიგრანტების პრობლემებთან, მოგვარდება ამ ერთი დადგენილებით. დამთავრდება ამაზე საუბარი. მთავარია, კანონიერი ვალდებულების შესულების ნება გამოავლინოს ცესკომ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ გამახარია – თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ბოდიში მოვიხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის – ცალმხრივი ბოდიში აქ ვერაფერს უშველის