თამარ კორძაია უმრავლესობას – იქნებ შეცვალოთ კანონის ვადა და ათვლა 2005 წლიდან დავიწყოთ – ყველა გავწევრიანდეთ, ერთად ვიყოთ და გავაკეთოთ ლუსტრაცია, რომ მთელი საქართველო უცხო ქვეყნის გამტარებლები ვიყავით – დავიწყოთ სულ თავიდან

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია მმართველ გუნდს სთავაზობს, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრის ამოქმედება უკანა თარიღით – 2005 წლიდან მოხდეს.
როგორც კორძაიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ასეთ შემთხვევაში აღნიშნულ რეესტრში დარეგისტრირდება თავად და მისი არაერთი კოლეგა უმრავლესობიდან.
“2013 წლამდე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციაში ვმუშაობდი, ასევე, ვიცავდი მედიის უფლებებს. მაშინ, ჩემს მარჯვნივ მყოფი ადამიანებისთვის ძალიან სასურველი ადამიანი ვიყავი – თვლიდნენ, რომ სახელმწიფოს ინტერესებს ვიცავდი და არავითარი რეგისტრაცია არ მჭირდებოდა. დღეს დამოკიდებულება შეიცვალა.
იქნებ, შეცვალოთ ეს ვადა და ჩემი ჩათვლით და თითოეული თქვენგანის ჩათვლით, ათვლა 2005 წლიდან დავიწყოთ – ყველა გავწევრიანდეთ, ყველა ერთად ვიყოთ და გავაკეთოთ ლუსტრაცია, რომ მთელი საქართველო უცხო ქვეყნის გამტარებლები ვიყავით. ეს მნიშვნელოვანი საკითხია – დავიწყოთ სულ თავიდან!“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის