თამარ კორძაია – პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ მთავარია ის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ, ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს უკუსვლა

პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ, ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს უკუსვლა და დავიბრუნოთ ყველა ის სიკეთე, რაც გვქონდა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ერთიანობით უნდა დავამარცხოთ მოღალატე ხელისუფლება“.
„რაც შეეხება სანქციებს, პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ, ერთიანობით დავასრულოთ ეს უკუსვლა და დავიბრუნოთ ყველა ის სიკეთე, რაც გვქონდა. დავიბრუნოთ იმის შანსი, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა -თან. 26 ოქტომბრამდე ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ, მაგრამ მთავარია, ერთიანობით დავამარცხოთ ეს მოღალატე ხელისუფლება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ