თამარ კორძაია – ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს სააპელაციო სასამართლო მიიღებს, იქნება იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ქვეყანას მართავს თანამედროვე კომუნისტური პარტია

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს სააპელაციო სასამართლო მიიღებს იქნება იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ქვეყანას მართავს თანამედროვე კომუნისტური პარტია, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც 26 ოქტომბრის ს შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელს მხარეების გარეშე განიხილავს.
მისივე თქმით, დღეს ჩანიშნულ პროცესზე მხარეებს მოსაზრებების, მტკიცებულებების და არგუმენტების წარდგენის საშუალება არ მიეცემათ.
„სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თამარ ონიანის თანაშემწემ დამირეკა და მაცნობა, რომ საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს
მისივე თქმით, დღეს ჩანიშნულ პროცესზე მხარეებს მოსაზრებების, მტკიცებულებების და არგუმენტების წარდგენის საშუალება არ მიეცემათ.
„სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თამარ ონიანის თანაშემწემ დამირეკა და მაცნობა, რომ საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს, ანუ 16:00 საათზე, ჩაინიშნა ჩვენი სააპელაციო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს არ მოგვეცემა შესაძლებლობა წარმოვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები, მტკიცებულებები და არგუმენტები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ გარემოებაში არის ის, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც სასამართლოში სადაო გახადა ს მიერ „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეხება ვერიფიკაციის აპარატების მოქმედებას, მათ შორის პასპორტების გატარების შესაძლებლობას. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში სადაო გახადა მარკერების ხარისხის შესაბამისობა „სმარტმატიკის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტებთან. ჩვენ ვართ ის, პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც პირველად დააყენა საკითხი ბიულეტენების ხარისხის შესაბამისობა „სმარტმატიკის“ ხელშეკრულების სტანდარტთან. ჩვენ ვართ ის სუბიექტი, რომელმაც სასამართლოში დააყენა საკითხი აუდიტორიული კომპანია „პროვივის“ დასკვნების არა ვალიდურობასთან დაკავშირებით, ანუ ეს დასკვნები არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც საჭირო იყო არჩევნების სწორად და სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით და ბევრ მნიშვნელოვან საკითხს უპასუხოდ ტოვებს.
ჩვენ ვართ, ის ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც მთელი საქართველოს [მასშტაბით], 3 000-ზე მეტ უბანს ასაჩივრებდა და ითხოვდა ბათილობას. სწორედ, ამიტომაც დღეს სასამართლომ უარი თქვა ჩვენს დაბარებაზე და დამატებით მოსმენაზე. ყველა ამ მტკიცებულების გარდა, ჩვენ პირველ ინსტანციაში დავაყენეთ საკითხი სასამართლო განხილვის შეჩერების თაობაზე იმიტომ, რომ მთელი საქართველოსთვის ცნობილია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის, მესამე პრიმა მუხლით, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების გაყალბებას, მათ შორის საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებას. ჩვენ სასამართლოს წინაშე შეკითხვას ვსვამდით, თუ სასამართლოს შესაძლებლობა არ აქვს თავად დარწმუნდეს ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები გაყალბებულია თუ არა, სიები გაყალბებულია თუ არა, მაშინ როგორ იღებს ის პასუხისმგებლობას, რომ მიიღებს სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას? – ამაზე სასამართლოს არ ჰქონდა პასუხი.
დღეს სააპელაციო სასამართლოში კიდევ ვაპირებდით ამ საკითხის წამოწევას და ვითხოვდით შუამდგომლობას, რომ წარმოება შეეჩერებინა. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც რეალურად ადასტურებს გაყალბებას არის დალუქული და პროკურატურის ხელშია. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს სააპელაციო სასამართლო მიიღებს და ვიცით ეს რაც არის – აპელაციის არ დაკმაყოფილება, იქნება იმის დადასტურება, რასაც ვლაპარაკობთ, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ამ ქვეყანას მართავს თანამედროვე კომუნისტური პარტია ს მეთაურობით, უბრალოდ, პარტიას „ქართული ოცნება“ ჰქვია. ეს არის ერთპარტიული სახელმწიფო კომუნისტური პარტიის სტილში იმიტომ, რომ მას ემორჩილება სასამართლო, პროკურატურა, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც დღეს ამ უკანონობასთან დაკავშირებით ხმას არ იღებს“, – განაცხადა კორძაიამ.