თამარ კორძაია – მოსარჩელეები საკმაოდ არგუმენტირებულები ვართ, რომ საკითხი 78-ე მუხლის ნაწილში უნდა განიხილონ, რადგან სხვანაირად კონსტიტუციის ეს მუხლი მოკვდება – არ მინდა წარმოვიდგინო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გააკეთებს

მოსარჩელეები საკმაოდ არგუმენტირებულები ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხი 78-ე მუხლის ნაწილში უნდა განიხილონ, რადგან სხვანაირად მოკვდება კონსტიტუციის ეს მუხლი – არ მინდა წარმოვიდგინო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გაუკეთებს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეებს,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქმედითი ხდება მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო კონტროლი ხორციელდება მის ფარგლებში, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ ნორმას მკვდარ ნორმად აქცევს.
„ამ ეტაპზე დასაშვებობის ნაწილზე ვსაუბრობთ. საკონსტიტუციო სასამართლო დაინტერესებულია, რამდენადაა განსახილველი საკითხი 78-ე მუხლის შინაარსში შემავალი. ჩემი აზრით, მოსარჩელეები საკმაოდ არგუმენტირებულები ვართ, რომ 78-ე მუხლის ნაწილში უნდა განიხილოს, რადგან სხვანაირად მოკვდება კონსტიტუციის ეს მუხლი. მე მოვიყვანე მაგალითად ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ეს არის ქმედითი მექანიზმი საქართველოს კონსტიტუციით აღებული ვალდებულებების შესრულების. ის ქმედითი ხდება მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო კონტროლი ხორციელდება მის ფარგლებში. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ ნორმას აქცევს მკვდარ ნორმად და არ მინდა წარმოვიდგინო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გაუკეთებს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეებს“,- განაცხადა კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს