თამარ კორძაია – ირაკლი კობახიძე ცნობილია მსოფლიოში იმით, რომ არის მთავარი დეზინფორმატორი, ტყუილებს ლაპარაკობს – უღირსი პრემიერ-მინისტრია იმიტომ, რომ ცდილობს მოქალაქეებში შიში დათესოს

კობახიძე იტყუება, ის არის უღირსი პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ ცდილობს საქართველოს მოქალაქეებში შიში დათესოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებში სიბრაზე არის დაგროვილი, რადგან პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას უღირსად ელაპარაკება.
„ირაკლი ცნობილია მსოფლიოში იმით, რომ არის მთავარი დეზინფორმატორი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ლაპარაკობს ტყუილებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მისი გამოსვლა, რომელიც ეხება საქართველოში შინა საქმეებში ჩარევას არის მანიპულაციური. ძალიან უნდა ეცადო, როდესაც გაერო-ს ტრიბუნიდან ოკუპაციაზე ლაპარაკობ და არ ახსენო. ძალიან უნდა დაიძაბო, რომ ოკუპაციაზე ლაპარაკობდე და რუსეთი არ წამოგცდეს. მან ეს მოახერხა. მას ჰგონია, ვერ ვხვდებით, რომ რუსეთის დავალებებს ასრულებს? ძალიან კარგად ვხვდებით და ამას საქართველოს მოქალაქეებიც ხვდებიან და 26 ოქტომბერს გასცემენ პასუხს“, – განაცხადა კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით