თამარ კორძაია – ვეთანხმები ალუდა ღუდუშაურს – მეფეები მიდიან, მათ შორის ც წავა და ეკლესია იქნება

მინდა, ს ნათქვამი გავიხსენო, როცა მან თქვა, რომ მეფეები მიდიან და მოდიან, ხოლო ეკლესია იქნება – მე მას ვეთანხმები, მეფეები მიდიან და მათ შორის ც წავა და ეკლესია იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსთვის შეთავაზებულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
გარდა ამისა, კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონის მიზანია, „საარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ინტერესების სასარგებლოდ ციხეში მყოფი ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლა განახორციელონ“.
„რეალური ამნისტია რომ ნდომოდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, მაშინ ის გაითვალისწინებდა იმ პროექტს, რომელიც პარლამენტში დევს და რომელიც რეალურად საყოველთაო ამნისტიას ითვალისწინებს. ეს არის წარდგენილი ოპოზიციის მიერ, მათ შორის, მეც ვარ მისი ინიციატორი. ამ კანონსაც ერთადერთი ფუნქცია აქვს, რომ არჩევნების წინ ამომრჩევლებზე ზეწოლა მოახდინონ“, – აღნიშნა კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს