თამარ კეკენაძე – 4 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ მიზანმიმართული დამხობის პროვოკაცია, რომელსაც დღეს ჰყავს 35 მსხვერპლი

4 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ მიზანმიმართული დამხობის პროვოკაცია, რომელსაც დღეს ჰყავს 35 მსხვერპლი. ეს ყველა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ბრალია, ამ შემთხვევაში ასევე ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ლეგიტიმურ პრეზიდენტს და ადამიანებს ს დღეს მოუწოდებდა არ მისულიყვნენ არჩევნებზე, აქციაზე მისულიყვნენ და თავისი იქ დგომით შეუქმნა განცდა ადამიანებს, რომ 4 ოქტომბრის დამხობის პროვოკაცია მშვიდობიანი იქნებოდა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კეკენაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კეკენაძემ აღნიშნა, 4 ოქტომბერი არ იყო შეცდომა და იყო პროვოკაცია.
„ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც არ გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები იმ პროვოკაციაზე, რასაც ამზადებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. ჩვენ ამ დღეს არ ვეძახით შეცდომას, ეს იყო დანაშაული.
„ახლების“ წარმომადგენელი პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა გამოდიან და ცდილობენ თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა, სწორედ 35 ახალ მსხვერპლსა და ოჯახებს, რომლებიც ციხეში არიან, რას ეუბნებიან ამ ადამიანებს?!
ის შედეგი, რაც დადგა 4 ოქტომბრის პროვოკაციის შედეგად, ეს შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება. სამწუხაროდ, ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების, მათ შორის, ს ბრალია, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა საკუთარი პოზიციები. ამ ადამიანებმა, ყველამ ერთად მიიღეს ის, რომ პროტესტი განადგურებულია“, – აღნიშნა თამარ კეკენაძემ.