სამართლის სკოლის პროფესორის თამარ გურჩიანის სიტყვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 20 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე:
რა არის ეს, თუ არა ქვეყნის ღალატი?! და ჩვენი ყველას ვალია, რომ შევებრძოლოთ ქვეყნის მტრებს და ქვეყნის ღალატს. გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუცია მარტომ დაწერა. ესე იგი, თურმე საკონსტიტუციო კომისია არ არსებობდა, არც საერთო სახალხო განხილვები არ ჩატარებულა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩვენც ვიყავით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, და დარბაზი, სხვათა შორის, სავსე იყო აკადემიის წარმომადგენლებით, რომელთაგანაც კრიტიკული კითხვები მხოლოდ ორმა უნივერსიტეტმა დავსვით: ჩვენ და თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა.
დარწმუნებული ვარ, რეფორმის ეს იდეაც ექსკლუზიურად და მხოლოდ და მხოლოდ მის თავში გაჩნდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხუთი წლის მანძილზე რომ ვერ გაიგო იურისპრუდენცია რა არის, მან სავარაუდოდ, გერმანიაშიც ვერაფერი გაიგო. და ასეთი ადამიანი, მეგობრებო, ჩვენ ვერ დაგვამარცხებს.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავანათოთ ეს სიბნელე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გადავრჩეთ, რადგან გადარჩენა არის გამარჯვება და ამას მივაღწევთ, მხოლოდ და მხოლოდ, გაერთიანებით და კოლექტიური წინააღმდეგობით”.




