თამარ გაბუნიამ მოგვატყუა…ამ კვირაში რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ წამლის დეფიციტის გამო – ონკოპაციენტები

„მინდა ვიცოცხლო“ -ონკოპაციენტები საკუთარი უფლების დასაცავად იბრძვიან. ისინი ჯანდაცვის მინისტრს
უცვლელი მოთხოვნით მიმართავენ – დაემატოს მედიკამენტები დაფინანსების პროგრამაში, შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომა და გაითვალისწინონ ონკოპაციენტების მდგომარეობა. ისინი ითხოვენ 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნასა და საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანას.
ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები მიხეილ სარჯველაძის მოადგილეს, თამარ გაბუნიას სიცრუეში სდებენ ბრალს და მის გადადგომას ითხოვენ.
“ვითხოვთ მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას გადადგომას, რადგანაც მან მოგვატყუა წინა შეხვედრაზე, 12 მარტს და გვითხრა, რომ დეფიციტი იქნებოდა მოხსნილი. დღეის მონაცემებით, 25 მარტს, დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში და უკვე ამ კვირაში დავკარგეთ რამდენიმე ადამიანი წამლის დეფიციტის და დაფინანსების დაგვიანების გამო” ამბობს აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები ჯანდაცვის ახალ მინისტრს 12 მარტს შეხვდნენ. მ პრობლემაში გასარკვევად 10 დღე ითხოვა.
„მთავარი არხი“

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!