თამარ ბუჩუკური: 9 მაისს რუსეთს უნდა უფეშქაშონ აქაურმა რუსებმა “დასკვნა”, რომ “ქართველმა სახელმწიფომ დაიწყო ომი”, რომ “საქართველო შეიჭრა რუსეთში”

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:

შინდისის გმირებს, ანწუხელიძეს ასამართლებს პუტინი. რუსეთს არ უყვარს თავისუფალი ერი, მაგრამ უყვარს სიმბოლოები. ჰოდა 9 მაისს რუსეთს უნდა უფეშქაშონ აქაურმა რუსებმა “დასკვნა”, რომ “ქართველმა სახელმწიფომ დაიწყო ომი”, რომ “საქართველო შეიჭრა რუსეთში”. (5 მაისს სრულდება კომისიაო). გონს მოდი ქართველო, ნაცებს კი არა, ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს ჯარს, გმირების საფლავებს ასამართლებს თბილისში . თქვენ რომ სუფრებზე მგზნებარე სადღეგრძელოებს ამბობთ, ფეხზე რომ წამოუდგებით ხოლმე, იმ მებრძოლებს მეორედ კლავს რუსეთი თანამედროვე შულავერის კომისიის მიერ…

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბრაზი და ტკივილი არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ – თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია, ასეთ მომენტებში სწორ მოქმედებაზე უნდა მივმართოთ ენერგია

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია