“იცით ჩემი შვილის დიაგნოზი და ისიც იცით, რომ ახლაც ქიმიოთერაპიას საზღვარგარეთ გავდივართ, არ იფიქროთ, რომ ნანუკას ფონდისთვის დახმარება მითხოვია და ამიტომ ვწერ ამ სტატუსს, არა, არ მიმიმართავს, მაგრამ ვიცი რას გრძნობენ სრულიად უიმედოდ დარჩენილი დედები ახლა. ჯერ შვილების თავზარდამცემი დიაგნოზით და მერე გადარჩენისთვის საჭირო თანხების არქონით.
ქართული ოცნება / Georgian Dream თქვენ პერსონალურად ნანუკას კი არ დაუპირისპირდით ფონდის დაყადაღებით, განაჩენი გამოუტანეთ ყველაზე დაუცველ არსებებს, ბავშვებს და მათ მშობლებს… ყველაზე უსუსურ და მოწყვლად ხალხს ჩაგრავთ და სხვისი სიცოხლით რისკავთ…
Vato Shakarishvili შენ ამ ქვეყანაში დარჩენას ალბათ არ აპირებ. ამ ხალხის ცოდვით აღებულ ფულს სახლში მიიტან ხო? იმედი მაქვს, ნია, შენი ცოლი შენსავით არ ფიქრობს და ქალად, დედად რჩება… ახლა შენი მეშვეობით ბავშვები რომ წამლის, ოპერაციის გარეშე დარჩნენ და გგონია, ხალხი გაასაცოდავე, მათზე უფრო საცოდავი ხარ, კაცად ვერ შემდგარი უბადრუკი. მჯერა, აუცილებლად აგებ ამ სიბოროტეზე პასუხს და ჩემნაირ დედებს თვალებში ვერასოდეს ჩახედავ.
ბავშვები გაიმეტა რეჟიმმა სიკვდილისთვის. რუსული ოცნება რომ ფონდებს ებრძვის არახალია, მე იავნანას ფონდიც მახსოვს. ვერ აიტანეს პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტი და მის სახელზე უამრავ სახლში ანთებული ნათურა. ჩემი ბენეფიციარებისთვის (100-მდე მოხუცისთვის) გათბობის გაკეთება და ა.შ.
გუშინ, პაწაწუნა ბავშვი ნანუკას ფონდის დახმარებით რეანობილით რომ უნდა გადაეყვანათ… ახლა?.. არ ვიცი ამ პაწაწინას სიცოცხლე გაგრძელდება თუ ვერ და შიშით ვერც ვარკვევ. არასოდეს გადაურიცხია ნანუკას ადამიანთა გადასარჩენად თანხები პოლიტიკური ნიშნით, ქოც ოჯახებსაც დახმარებია, რადგან სიცოცხლე მთავარი ღირებულებაა მისთვის და ამიტომაც სოლიდარობა ნანუკა ჟორჟოლიანს.
ძალიან კარგად ვიცით, ვისაც სოციალური მიმართულებით გვიმუშავია, რამდენად მწირია სახელმწიფო სერვისები და რამდენად იშვიათია მოქნილი ფონდები… სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნანუკას ფონდის აღდგენა და მჯერა, რომ აუცილებლად ექნება ალტერნატიული ვარიანტი ხალხისთვის.
ფოტოს დახედეთ ქოცებო, ასეთებს გამოუტანეთ სიკვდილის განაჩენი,” – წერს წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური.