თამარ ბუჩუკური: მამლის ყივილამდე რამდენჯერ მოასწარით რიჟვაძის გმობა იმათმა, ვინც…

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
საოკუპაციო ძალებზე მომუშავე ოს და აფხაზ სეპარატისტებს დები და ძმები ეძახა… დაგვამუნათა კიდეც: თქვენ ბოდიში რა იცით რა არისო?! და თავად პირველმა მოუხადა გორში, ივანიშვილის ცნობილი მოწოდების შემდეგ ბოდიში საქართველოსსახელმწიფს მტრებს…
ევროპაშიც მიდიოდა რეჟიმის შვილი გიორგი მანველიძე ივანიშვილთან ერთად, მაგრამ გაცხადებულად რუსულ გზაზეც გაჰყვა. ჩვენ გვამუნათებს: თქვენ ბატონის გარეშე უსუსურები ხართო.
ამ დროს, თავად ჯერ არ იცის ან იცის კიდეც, მის ბატონს მოეწონება თუ არა თორნიკე რიჟვაძისთვის გადარჩენა რომ ესურვებინა და დუმს… თქვენ მონები ხართ და მშვიდობის გეშინიათო, გვეუბნებოდა.
ამ გაგანია “მშვიდობის” დროს, მის თანაგუნდელს რომ ესროლეს ან “მშვიდობით” მიიყვანეს სუი@იდამდე, მონური მორჩილებით ხვდება და დუმს.
მომხდარიდან ამ წუთამდე ალბათ, ტელეფონი არ გაუგდია ხელიდან, იყურება ჩატებში, რა მესიჯბოსქსის ტექსტს ჩაუგდებენ, რომ დააკოპიროს და ორი სიტყვა დაწეროს.
ალბათ, აკვირდებიან გადარჩება თუ არა და თუ გადარჩა, მერე გამოაცხობენ გრძელ პოსტებს რიჟვაძის კაცობაზე.
ქოცი იმიტომაა მორალისგან დაცლილი არსება, რომ არც მეგობრობა იცის, არც ადამიანური აქვთ რამე. ასეთ დროს, მტერიც კი თავს იკავებს უსუსურ მდგომარეობაში მყოფ მოწინააღმდეგეს დაარტყას…
რას ჰგავხართ ქოცებო, თქვენიანის ცუდზე რომ უნდა წუხდეთ, ესეც კოლექტიური ნაცების ანუ ოპოზიციის საკარნახო გაქვთ… მამლის ყივილამდე რამდენჯერ მოასწარით რიჟვაძის გმობა იმათმა, ვინც წლები ვაზელინის ბიდონებით რომ დასდვდით “მეთაურს, რომ ადიდებდით და “ეროვნულ ლიდერს”ეძახდით, ახლა?!
ერთმანეთსაც რომ ვერ იტანთ ქოცებო, გატყობენ თქვენი დაქვემდებარებული ქოცმაცუნები? კიდევ ეიმედებით?.. რას ჰგავხართ, რას….
შეგახსენებთ – ერთხელ მაინც მოგეხადათ ბოდიში, ერთხელ მაინც, სინანული დაენახა თქვენს თვალებში ქართველს ხალხს! მაგრამ უსისხლო, ურჯულო და უსამშობლოები ხართ!- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი მანველიძემ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს განცხადების გამოეხმაურა.
გიორგი მანველიძე

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ ოს და აფხაზ და-ძმებს ისტორია და თავმოყვარეობა ერთად წაართვეს”.

“ერთხელ მაინც მოგეხადათ ბოდიში, ერთხელ მაინც, სინანული დაენახა თქვენს თვალებში ქართველს ხალხს! მაგრამ უსისხლო, ურჯულო და უსამშობლოები ხართ! სული და ქვეყანა ერთად გაყიდეთ, ქართველი დედა მოკალით, ქართველი საჯიშე ახალგაზრდები ჩახოცეთ, ოს და აფხაზ ძმებსა და დებს ისტორია და თავმოყვარეობა ერთად წაართვით. მიწა-წყალი გაუყიდეთ, ოჯახი და სახლ-კარი დაათმობინეთ! არავინ ელოდება თქვენგან ბოდიშს, სინანულს. საერთოდ, იცით კი, რას ნიშნავს სინანული და ბოდიში? არა, რა თქმა უნდა, არა! იმიტომ, რომ ფულისა და ძალაუფლების მონები ხართ! მშვიდობის გეშინიათ! ქართველი კაცის კარგად ყოფნის გეშინიათ! საქართველოს გამთლიანების გეშინიათ! აი, ვინ ხართ თქვენ! მშიშარა მონები! თქვენ, იმ ადამიანების კატეგორიას წარმოადგენთ, ბატონის გარეშე უსუსურად და დაუცველად რომ გრძნობენ თავს! საქართველო აუცილებლად გამთლიანდება! საქართველო აუცილებლად ერთიანი შეაბიჯებს ევროპაში და შეაბიჯებს ღირსებით. ამას, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ბიძინა ივანიშვილთან და ქართველ ხალხთან ერთად!“,- განაცხადა გიორგი მანველიძემ, რომლის სიტყვასაც აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.