თამარ ბუჩუკური: გატყუებთ სალომე ზურაბიშვილი, უკვე აღარ ვიცი მერამდენედ გატყუებთ

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
გატყუებთ , უკვე აღარ ვიცი მერამდენედ გატყუებთ. რეჟიმი არანაირად არ არის მორყეული, პირიქით – იმაზე ძლიერია, როგორც – არასოდეს. რუსების მონტაჟი ღრმად მიდის. თანაც, ხელოვნური ოპოზიციით ოლიგარქს გეგმა B აქვს ამოქმედებული.
გატყუებთ ზურაბიშვილი, რომ რუსთაველზე დგომას აზრი არ აქვს, პირიქით – როცა ბევრი ვართ, ცივილური სამყარო იწყებს რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებას. ამიტომაც გვითვლიან ხოლმე თავებს ქოცები.
დასავლეთი კი იმით განსხვავდება საოკუპაციო ძალებისგან, რომ გვაკვირდება ჩვენ- მოქალაქეებს და როცა ვავლენთ ურყევ ნებას, საქართველო დაუბრუნდეს დასავლურ გზას, როცა ვაჩვენებთ უკომპრომისო ბრძოლას, სწორად მაშინ ხალხის მოკავშირე ხდება დასავლეთი. ჩვენი ნების დემონსტრაციის მიუხედავად, მხოლოდ ახდენს სამხედრო ინტერვენციას და/ან მარიონეტული მთავრობის მოყვანას. ჩვენი აქციებზე დგომა არის გამარჯვების ფორმულა და რა თქმა უნდა, ოპოზიციის ერთსულოვანი ბოიკოტი რეჟიმის წინააღმდეგ.
არ ვიცი სალომე ზურაბიშვილის სუბიექტური აზრებით, როდის იყო ის გულწრფელი ახლა თუ 3 თვის წინ. შეგახსენებთ, ამა წლის 25 მარტს თქვა, რომ: “ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ერთობა”. დღეს ამბობს, რომ “ერთობა არის გამარჯვების ერთადერთი გზა”. არც ის ვიცი, სამთვეში ერთხელ, კვარტლურად სად იბარებენ ე.წ. ოპოზიციონერებს და რით აკაჩავებენ: მარტში ხაზარაძეც ფიქრობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა ქოცობას უდრიდა, სამი თვის შემდეგ – პიონერი კანდიდატი გახდა აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობის კუთხით.
რაც შეეხება გამარჯვებას,გამარჯვების გზა ნამდვილად არის ბრძოლაში და ძალისთვის ძალის დაპირისპირებაში. აბა, ორბელიანიდან რუსთაველდე სეირნობით, მიკროფონთან დგომით და კეკლუცით ბინაში შეჭრილ უფასო მდგუმრებს ვერ გააგდებ, არა თუ – ოლიგარქს.
უსწორესად შეაფასა ზურაბიშვილის დღევანდელი უსუსური გამოსვლა გიგი უგულავამ: “სალომე ზურაბიშვილი ერთობა” სალომე ნამდვილად ერთობა ლიდერობანას თამაშით და ამ თამაშით ივანიშვილი კვლავ წაუგებელს თამაშობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არავინ აყვეს ამ ქალის ოქროყანულ ვნებებს – როცა ს ბოიკოტზე ოპოზიცია უნდა შეთანხმებულიყო, მაშინ ერთობა მისი მიზანი არ იყო, თავად თქვა. ახლა, როცა გაიყო პარტიები არჩევნების მონაწილეობის მიზეზით, ახლა ერთობა ერთადერთი გამოსავალიაო, ესეც თავად თქვა.
ისღა დარჩენია ზურაბიშვილს, რომ შემდეგ აქციაზე “კურთხევა მოგვცეს” ყველანი არჩევნებზე – გინდ ჩემი ლელო გააფერადეთ, გინდ ჩემი გაქცეული გახოო… წაუგებელ პარტიას დაარიგებს ოლიგარქი თუ სალომეს კვლავ მოკავშირედ განიხილავთ ვინმე.
აღარაფერს ვიტყვი დიპლომატი ქალის უგვანო ტონზე, ხალხის აღქმაზე და ა.შ. მადლობა ღმერთს, რომ ჭკვიანიც არაა და მხოლოდ მზაკვარია.
სალომე ერთობა, ივანიშვილი ერთობა. ახალგაზრდები საკნებში ბევრდებიან, საქართველო კი ჩქაროსნულით უახლოვდება კრემლს…