თამარ ბელქანია საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე ფახულანის N3 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა – დეტალები

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი განახლდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ, საბავშვო ბაღები მოინახულა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა აღსაზრდელებს და მათ ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება და წარმატებები უსურვა.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თამარ ბელქანია ასევე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის N3 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც პატარები ს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოდიან. პედაგოგებსა და მშობლებს გაესაუბრა და მათ პრობლემური საკითხების მოგვარებაც აღუთქვა.
ამ დროისათვის წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 800-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული, კვება სამჯერადი მაღალკალორიულია და ერთი ხემსით.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ