ისტორიკოსი, წალენჯიხის მერის (გია ხარჩილავა) ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია:
გავრცელებული ინფორმაციით, (BMG) რეორგანიზაციის სახელით სახელმწიფო შპს „ენგურჰესი“-ში 400–500 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს
ეს არ არის უბრალოდ საკადრო ცვლილება — ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი.
ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ომის პერიოდში სიცოცხლის ფასად მუშაობდნენ, რათა ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩენილიყო. ვინც კეთილდღეობაზე უარი თქვა, რათა შეენარჩუნებინა ეროვნულობა საკუთარ მიწა-წყალზე. იცხოვრეს გაჭირვებით, უუფლებოდ, შიშითა და შეზღუდვებში, აღზარდეს შვილები ჩუმად, ასწავლეს ქართული ენა, საქართველოს ისტორია და მთელი გულით შეაყვარეს საქართველო. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ შევიწროებას უძლებდნენ, თავისუფალ ცხოვრებაზე უარი თქვეს ეროვნულობისთვის და გადარჩენაზე ორიენტირებულ პირობებში ცხოვრობდნენ.
დღეს სწორედ ამ ხალხს საწარმოს ახალი მენეჯმენტი ფაქტობრივად იძულებით ათავისუფლებს სამსახურიდან — აიძულებენ „ნებაყოფლობით“ დაწერონ განცხადება, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
ენგურჰესის თანამშრომელთა 70–80% ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. იქ არ არსებობს სხვა დასაქმების ობიექტი, სადაც ისინი შეძლებენ საარსებო მინიმუმისთვის საკმარისი შემოსავლის მიღებას. დასაქმებულთა დაახლოებით 90%-ს აქვს საბანკო ვალდებულებები, უმეტესობას — ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და კომპანია მათ ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფდა დაზღვევით.
ამ გადაწყვეტილებას პირდაპირი შედეგი აქვს:
სოფლების დაცლა
ქართველების განდევნა
დემოგრაფიული რღვევა
სოციალური კატასტროფა
ეროვნული უსაფრთხოების რისკი
ტერიტორიული მთლიანობის დასუსტება, უიმედობა, ნიჰილიზმი.
ეს ადამიანები იყვნენ და არიან ცოცხალი ხიდი საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის.
ენგურჰესი არ არის ჩვეულებრივი საწარმო — ეს არის ბოლო ქართული ინსტიტუციური ყოფა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
თუ იქ დასაქმებული ქართველები იძულებით დატოვებენ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს მეორედ დევნას — ამჯერად არა ომით, არამედ „მშვიდობიანი“ და „ეკონომიკური“ ფორმით, სახელმწიფოს ხელით.
ეს გადაწყვეტილება სცდება ეკონომიკას, ბიუჯეტს და ადმინისტრირებას.
ეს არის დემოგრაფიული, სოციალური, ეროვნული უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შპს „ენგურჰესის“ მენეჯმენტს და შესაბამის სამინისტროებს —
გაითვალისწინეთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ვერ იქნება ტექნიკური პროცედურა.
ასეთ თემებზე „რეორგანიზაცია“ ვერ იქნება უბრალო ფორმალური აქტი.
აქ მოქმედებს ეროვნული ინტერესის პასუხისმგებლობა.
#წალენჯიხადღეს
#ენგურჰესი
#ქჯვარი




