თამარ ბახტაძემ მუშაობა McKinsey & Company-ის დუბაის ოფისში დაიწყო

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებულმა თამარ ბახტაძემ მუშაობა McKinsey & Company-ის დუბაის ოფისში დაიწყო. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, თამარმა საკუთარი კარიერა აუდიტორულ კომპანია EY-ში დაიწყო, საიდანაც სამუშაოდ ჯერ საქართველოს ბანკში გადავიდა ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებაში, გარკვეული პერიოდის შემდგომ კი ს საინვესტიციო საბანკო საქმიანობის გუნდს შეუერთდა.
კარიერის ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა სწავლის სამაგისტრო პროგრამაზე გაგრძელება ევროპის რომელიმე ბიზნეს სკოლაში. საბოლოოდ, კი არჩევანი საფრანგეთში, INSEAD-ის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე შეაჩერა.
სწორედ ამ პროგრამაზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე თამარმა კარიერის საკონსულტაციო სფეროში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და McKinsey & Company აღმოჩნდა მისთვის მისაღები პირობებით.

ასევე დაგაინტერესებთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება, განცხადებას ავრცელებს