თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი მე­ლა­ნია ტრამ­პის მიწ­ვე­ვით ვა­შინგტონ­ში გა­ემ­გზავ­რა. პირ­ველ ლე­დის­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ბაია კვი­ცი­ა­ნი და მა­რი­ამ ლაშ­ხი

თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პირ­ვე­ლი ლე­დის, მე­ლა­ნია ტრამ­პის მიწ­ვე­ვით ვა­შინგტონ­ში გა­ემ­გზავ­რა.

  • თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს მე­ლა­ნია ტრამ­პის ინი­ცი­ა­ტი­ვით ორ­გა­ნი­ზე­ბულ გლო­ბა­ლურ სა­მი­ტში – “ერ­თად უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის“, რომ­ლის მი­ზა­ნია ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სათ­ვის მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უსაფრ­თხო და ინო­ვა­ცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

“სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში მე­ლა­ნია ტრამ­პი პრე­ზი­დენ­ტე­ბის მე­უღ­ლე­ებს თეთრ სახ­ლში მრგვა­ლი მა­გი­დის ფორ­მატ­ში უმას­პინ­ძლებს. დის­კუ­სი­ე­ბის მი­ზა­ნია ციფ­რულ ეპო­ქა­ში ბავ­შვთა კე­თილ­დღე­ო­ბის მი­მართ პირ­ველ პირ­თა მე­უღ­ლე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის შე­ფა­სე­ბა და მათ სა­ერ­თო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბა.

მრგვა­ლი მა­გი­დის ფორ­მა­ტით შეხ­ვედ­რამ­დე კი სა­მუ­შაო სე­სია გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­საც -ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი უმას­პინ­ძლებს. სა­მუ­შაო სე­სი­ის ფარ­გლებ­ში მო­ე­წყო­ბა დის­კუ­სია, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან იმ პრაქ­ტი­კულ მიდ­გო­მებ­სა და ინო­ვა­ცი­ურ ინ­სტრუ­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ციფ­რულ ეპო­ქა­ში ბავ­შვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

მე­ლა­ნია ტრამ­პის ინი­ცი­ა­ტი­ვით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი სა­მი­ტის “ერ­თად უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის“ ფარ­გლებ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 24 და 25 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა. მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ ლე­დის­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ბაია კვი­ცი­ა­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­რი­ამ ლაშ­ხი“, – ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ