თამარაშვილზე მოძრაობა შეიზღუდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს:
„მიხეილ თამარაშვილის გამზირზე, კლდოვან ფერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მოპირდაპირე მხარეს, გზის სავალი ნაწილის ორ სამოძრაო ზოლში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვა 20 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.“




