თამაზ ხუბუა – აფხაზეთში მიმდინარეობს რუსეთის მთავარი მხარდამჭერის დასმის ღონისძიება – ე.წ არჩევნებში გაიმარჯვებს ის, ვინც რუსეთის სატელიტია და ყველაფერს გააკეთებს, რასაც მოსკოვი უბრძანებს

ეს არის ს მთავარი მხარდამჭერის დასმის ღონისძიება, ს რუსეთში რაღაც ფორმით გაერთიანების მცდელობა – იქ იმარჯვებს ის, ვინც რუსეთის სატელიტია და ყველაფერს გააკეთებს, რასაც რუსეთი უბრძანებს,- ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ხუბუამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო ს პირველ ტურთან დაკავშირებით განაცხადა.
ხუბუას თქმით, კრემლი აფხაზეთში „თავის პოლიტიკურ, ექსპანსიონისტურ, ეკონომიკურ და სოციალურ ღონისძიებებს გაატარებს“.
„ვის პარადიგმებშიც, გამონათქვამებშიც, პერსპექტივაშიც და სამოქმედო იმედებშიც უფრო დარწმუნდება კრემლი, ის მიიღებს ხმას. სტატისტიკას ვინმე ამოწმებს? არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამაში მონაწილეობას არ იღებს. ისინი გაავრცელებენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ მსოფლიოს საზოგადოებრივ თვალში წარმოაჩენს, რომ დიდებული, გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის მთავარი მხარდამჭერის დასმის ღონისძიება. ცოტას გადაუგდებენ სახრავად იმ ახალ არჩეულ პრეზიდენტს და დანარჩენი, კრემლი გაატარებს თავის პოლიტიკურ, ექსპანსიონისტურ, ეკონომიკურ და სოციალურ ღონისძიებებს, რასაც აფხაზეთში გეგმავს. ეს არის პირდაპირ, ამ რეგიონის რუსეთში რაღაც ფორმით გაერთიანების მცდელობა. იქ იმარჯვებს ის, ვინც რუსეთის სატელიტია და ყველაფერს გააკეთებს, რასაც რუსეთი უბრძანებს“, – განაცხადა თამაზ ხუბუამ.
მისივე თქმით, „საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თბილისთან, ნორმალური, სამართლებრივად გამართული ურთიერთობის დაწყების არავითარი ცვლილება და პოლიტიკური გავლენა არ უნდა ვიგულისხმოთ ამ არჩევნებიდან გამომდინარე“.
გარდა ამისა, ხუბუას განცხადებით, „სოხუმში სახელმწიფობანას თამაშის მორიგი აქტი ჩაატარეს“.
„სულ რეგისტრირებული იყო 150-ზე მეტი უბანი. მათ შორის, ორი იყო რუსეთში: ერთი მოსკოვში და მეორე ჩერკესკში. თურქეთშიც იყო დაგეგმილი გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ, თურქეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იქ საარჩევნო უბნის გახსნა აკრძალა. როგორც ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტატისტიკა მოწმობს, იქ 140 ათასამდე დარეგისტრირებული ე.წ. ამომრჩეველი იყო, მონაწილეობა მიიღო 65-67%-მა. ეს დაახლოებით, 100 ათასამდე ადამიანია. ჩვეულებრივი მომენტია, რომ აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური სარჩევნო კომისია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამომრჩევლების ძალიან შთამბეჭდავმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა ამ ე.წ. არჩევნებში. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დამკვირვებელთა რაოდენობა მკვეთრად იყო შეზღუდული. კიდევ ერთხელ, სოხუმში სახელმწიფობანას თამაშის მორიგი აქტი ჩაატარეს. თითქოს, ეს იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნების პირველი ტური. მოგეხსენებათ, მეორე ტური პირველ მარტს არის დანიშნული.
ამ არჩევნებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ევროკავშირიდან, ზოგიერთი სხვა პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება მიიღო. ზეგ ჩვენ, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, უნდა განვიხილოთ სპეციალური დადგენილება ჩვენს სხდომაზე და ეს არაკანონიერად ჩატარებულ ღონისძიებად უნდა ჩავთვალოთ.
რაც შეეხება, ვინ მონაწილეობდა და რა შედეგებზე შეიძლება ვისაუბროთ, იყო თუ არა ეს აფხაზეთში ე.წ. ყოფილი პრეზიდენტისადმი უნდობლობის გამოცხადება, რაღაც დემოკრატიული მშენებლობის გზაზე გაკეთებული განცხადება. მე პირადად ვფიქრობ და ასევე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკოსებიც, ალბათ, დამეთანხმებიან, რომ ეს იყო ჩვეულებრივი გადანაწილება მოსკოვიდან დელეგირებული სახსრებისა და ინვესტიციების ხელმისაწვდომობისა. ესენი არიან სხვადასხვა ჯგუფის მაფიოზური წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, რომ შექმნილი მდგომარეობა მათ სასარგებლოდ გამოიყენონ და მერკანტილური მოსაზრებებით, თავის ჯიბეში მიუჩინონ ადგილი იმ სახსრებს, რომლებიც თითქოსდა, დემოკრატიული აფხაზეთის ხელისუფლების მხარდასაჭერად არის. ეს ადამიანები არიან რუსეთის კრემლთან გარიგებაში შესული ადამიანები“, – განაცხადა ხუბუამ.
ცნობისთვის, 15 თებერვალს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. „პრეზიდენტობისთვის“ ხუთმა „კანდიდატმა“ მიიღო მონაწილეობა. ესენი არიან: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი. მეორე ტური კი, პირველ მარტს არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.