თამაზ გიორგაძის Raisin-ის შეფასებამ 1 მლრდ ევროს გადააჭარბა

ქართველი ანტრეპრენიორები წარმატებას აღწევენ არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ქართველი ანტრეპრენიორი, თამაზ გიორგაძე – ამ ტენდენციის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაც რიცხვებითაც დასტურდება.
როგორც BMG-სთვის გახდა ცნობილი, თამაზ გიორგაძის მიერ 2012 წელს, გერმანიაში დაფუძნებული ფინტექ-პლატფორმის, Raisin-ის შეფასებამ 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
ეს ინფორმაცია, თავდაპირველად, გერმანულმა გამოცემა Payment & Banking-მა გაავრცელა, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, თამაზ გიორგაძე წლის ფინტექ-ანტრეპრენიორად დაასახელა. ინფორმაციის გადასამოწმებლად BMG თავად ანტრეპრენიორს დაუკავშირდა, რომელმაც Raisin-ის €1-მილიარდიანი შეფასება დაადასტურა.