“თამაზ გინტური, თემურ კარბაია… ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს… მიუღებელია თავისუფალ სივრცეში მოხდეს ასეთი სასტიკი მოვლენები” | ზურაბიშვილი

“თამაზ გინტური, თემურ კარბაია… ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს… მიუღებელია თავისუფალ სივრცეში მოხდეს ასეთი სასტიკი მოვლენები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში მიმდინარე ღონისძიებაზე საუბრობს.
“ჩვენთვის დღეს ეს ნიშნავს, რომ თამაზ გინტური, თემურ კარბაია… ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. მიუღებელია იმ თავისუფალ სივრცეში, სადაც ადამიანების უფლებები დგას პირველ პლანზე, იქ მოხდეს ასეთი სასტიკი მოვლენები. და ის, რომ ჩვენი ევროპული გზა არის განუყოფელი, რომ ჩვენ იქ უნდა შევიდეთ ჩვენს მოსახლეობასთან, დღეს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან ერთად. იქ საქართველოს შესვლა არ იქნება არც სამართლიანი, არც სწორი და ჩვენი მომავალი ყველასი, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ. დღეს, ეს იქნება ოკუპირებულ აფხაზეთში თუ სამხრეთ ოსეთში, არის თავისუფლება, არის დაცვა იმისი, თუ რაც არის მათი იდენტობა. არ შეიძლება, რომ რუსეთმა წაართვას იქ მიწები და არ შეიძლება, რომ რუსეთმა ძალადობით წაიღოს უფლებები აეროპორტზე თუ პორტზე. შავი ზღვა დასაცავია და დასაცავია ყველასთვის, რომ იქ ჩვენი მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავალი იყოს დაცული”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.