თამაზ გინტურის მკვლელობა რუსი ოკუპანტების მიერ | “ოცნება” ოპოზიციის ანტირუსული რეზოლუციის მიღებას არ აპირებს

თამაზ გინტურის მკლვლელობიდან ერთი კვირის თავზე “ქართული ოცნება” პუტინის რეჟიმის მართლებას განაგრძობს. ხელისუფლება უარს ამბობს მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია რუსული აგრესია და სადაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილ უსასტიკეს დანაშულებზეა საუბარი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე მმართველი გუნდის პრორუსული პოლიტიკის ფონზეც კი ყველანაირ წითელ ხაზს კვეთს და კირბალში ოკუპანტების მხრიდან მოკლული გინტური გამო პასუხიმგებლობას არა რუსეთს, არამედ ქართულ ოპოზიციას აკისრებს.
აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების გატაცებები და მკვლელობები ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიორიებზე ოპონენტების პროვოკაციულმა ნაბიჯებმა გამოიწვია. ამის პარალელურად კი ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს დახმარებას სთხოვს, რომ კრემლმა სისხლის სამართლის დანაშულის ჩადენა საქართველოს ტერიტორიაზე ქართველების წინააღმდეგ შეწყვიტოს. მოთხოვნების ფორმალიზებისთვის ოპოზიციური პარტიები პარლამენტში რეზოლუციის მიღებას ცდილობენ.